დასავლეთი უკრაინას მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს. ეს ეხება შეიარაღებასა და ფინანსებს - კრამონი

გამოქვეყნდა:

თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე "დიდება უკრაინას", ისაუბრა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა და თქვა, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის მოლაპარაკებების შემოთავაზებები ფიქრი ზედმეტია. 

კრამონმა მკაფიოდ თქვა, რომ დასავლეთი უკრაინას უფრო და უფრო მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს.

"რუსეთის მხრიდან რაიმე სახის მოლაპარაკებების შემოთავაზებები ფიქრი ზედმეტია. მათ ეს არაერთხელ გააკეთეს. პესკოვის მიერ მოლაპარაკებებზე მზაობის გამოცხადება არაფერს ნიშნავს გარდა უკრაინის მთავრობის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებისა. დასავლეთი უკრაინას უფრო და უფრო მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს. ეს ეხება შეიარაღებასა და ფინანსებს.  დასავლეთის ყველა ქვეყანა ვალდებულია უკრაინა მაქსიმალურად დაეხმაროს. მეორეს მხრივ აუცილებელია სტრატეგიული კომუნიკაცია. ევროპელ საზოგადოებას და მათ შორის ევროკავშირს პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეინის მეთაურობით გვაქვს სურვილი უკრაინას კიდევ უფრო მეტდ დავეხმაროთ.",- ამბობს ვიოლა ფონ კრამონი. 

თბილისში საერთაშორისო 2-დღიანი კონფერენცია „დიდება უკრაინას!” დაიწყო - ღონისძიება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. 

2 წლის შემდეგ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი