
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება - ენმ-ს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ პასუხობს და მათ ინიციატივას არასერიოზულად აღიქვამს:
"როდესაც პოლარიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან. ეს გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა.
არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, როდესაც ვადამდელს ითხოვდნენ. ამის შემდეგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ისინი ამით იმას აღწევენ, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან “,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.