"ჩვენ ვმუშაობთ დავაზე და ამ დავის ფარგლებში ეს საკითხი არ განიხილება" - ამის შესახებ ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის დროს საუბრობს. ის არ პასუხობს შეკითხვას, რამდენი საათის განმავლობაში პასუხობდა ბიძინა ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს კითხვებს, თუმცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან "მხოლოდ დავასთან დაკავშირებით საუბრობს".
არანაირ კავშირში არ არის დავასთან, რომელსაც მე ვაწარმოებ. ამიტომ, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. [ჟურნალისტი: როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?] მხოლოდ დავასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. [ჟურნალისტი: ეს ხომ ახალი მიზეზი შეიძლება იყოს სანქციების?] ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც არ მიმაჩნია საგნობრივად რაიმე კავშირი ჰქონდეს დავასთან... ჩვენ ვმუშაობთ დავაზე და ამ დავის ფარგლებში ეს საკითხი არ განიხილება... აქტიური სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს რაიმე კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. [ჟურნალისტი: რაზე ისაუბრა? ღარიბაშვილი ახსენა? პირად ბანკირზე რა თქვა?] გაგიმეორებთ პასუხს - როდესაც მიმდინარეობს აქტიური სასამართლო სხდომა, მაშინ კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის... ძალიან გასაგებად ვსაუბრობ, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.
იხილეთ ასევე: