სუბიექტი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც მის სანქცირებას ითხოვენ.
ცნობილია 12 ქართველის გვარი, ვის დასანქცირებასაც უკრაინა ითხოვს. მიზეზი სწორედ ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულიო ომის მხარდაჭერაა.
ყველა მათგანს აერთიანებს რუს ოლიგარქ, ევტუშენკოვთან კავშირი.
ბიძინა ივანიშვილი - „საქართველოს არაფორმალური მმართველი“, რომელიც აკონტროლებს საქართველოს მთავრობას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის - ვოლოდიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით - ვკითხულობთ ივანიშვილის შესახებ.
გარდა ამისა, ამავე დიკუმენტში წერია, რომ ივანიშვილს ბიზნეს ინტერესები აქვს პეტერბურგის გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც აშშ-ს მიერაა დასანქცირებული და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
რაც შეეხება სიის სხვა წევრებს. მასში მოხდა ოლიგარქის ძმაც - ალექსანდრე ივანიშვილი. მის შესახებ ვკითხულობთ:
"ალექსანდრე ივანიშვილი ქართველი ოლიგარქის, „საქართველოს არაფორმალური მმართველის“ ბიძინა ივანიშვილის ძმაა, რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის - ვოლოდიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით."
იგივე "დახასიათება" აქვს სანქცირების კიდევ ერთ კანდიდატს- ასევე ივანიშვილის გარემოცვის წევრს, ირაკლი რუხაძეს. ევტუშენკოვთან კავშირებში ისიცაა მხილებული.
სიის წევრები არიან ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, გიორგი კაპანაძე, ლევან ვასაძე, ვანო ჩხარტიშვილი,