აზრზე არ ვარ, ტყუილებია ეს ბრალდებები - ასე ეხმაურება ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, მისი დასანქცირების მოთხოვნას უკრაინის მხრიდან. ხიდაშელმა "მთავარ არხს" სმს შეტყობინებით უპასუხა:
"არ ვიცი, ალბათ ახალი ზღაპრებია პროვოკაციებს და აფერისტობას აქვს ადგილი. ერთი მიზეზი მაინც დაასახელონ. მეც რომ დავიწყო თქვენზე ტყუილი ბრალდებები და თქვენ კანონს ძალით ვერ გამაჩეროთ, ან საქვეყნოდ დამსაჯოთ აბა ის მისაღებია, კანონი ვერ მიგიღიათ თავის დასაცავი სხვა რამეზე შეიძლება ლაპარაკი... აზრზე არ ვარ, ტყუილებია ეს ბრალდებები, ერთი ფაქტი მაინც დადოს ვინმემ" - წერს დავით ხიდაშელი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, რომელიც ასევეა სანქციების კანდიდატთა სიაში, "მთავარი არხის" მიერ დასმული შეკითხვას არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილია 12 ქართველის გვარი, ვის დასანქცირებასაც უკრაინა ითხოვს. მიზეზი ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულიო ომის მხარდაჭერაა. ყველა მათგანს აერთიანებს რუს ოლიგარქ, ევტუშენკოვთან კავშირი.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სიაშია მისი ძმა ალექსანდრე ივანივშილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი. სიაში ასევე არიან- ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილ, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.
იხილეთ ასევე: