"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის პირები, რომელთა დასანქცირებასაც უკრაინა ითხოვს, ის ხალხია, რომელთა დახმარებითბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ხოშტარიას თქმითვე, ეს არის დასაბუთებული და დამუშავებული სია, რომელში მოხვედრაც, უკვე დიდ რეპუტაციულ ზიანს ნიშნავს.
"ეს არის ის ხალხი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად, ოლიგარქიულად მართავს ქვეყანას, ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე მიზეზის გამო, ეს არ არის უბრალოდ უკრაინის მიერ გამოთქმული სურვილი. ეს პორტალი, რომელზეც განთავსდა ამ ადამიანებს გვარები, არის საერთაშორისო დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე პორტალი, რომელსაც ყურადღებას აქცევს და ამით ხელმძღვანელობს დასავლელი პარტნიორები, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას უკვე საბოლოო სანქცირების შესახებ...
ეს არის დასაბუთებული, დამუშავებული არგუმენტირებული სია, თუ რატომ უნდა დასანქცირდეს ეს ხალხი. ეს არის დიდი ნაშრომი ჩვენი არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური პარტიების, იმ საგამოძიებო გადაცემების და შრომისა, რომლებიც გასწიეს ჟურნალისტებმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩვენს ქვეყანაში.
ამ სიაში განთავსება, უკვე აყენებს ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს ყველა ამ ადამიანს, მათ საქმიანობაში და ამგვარად ზღუდავს მათ უკანონობის კეთების გარკვეულ არეალს" - ამბობს ელენე ხოშტარია
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს. მიზეზი სწორედ ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულიო ომის მხარდაჭერაა. სიაში 12 ქართველის გვარია.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სიაშია მისი ძმა ალექსანდრე ივანივშილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი. სიაში ასევე არიან- ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილ, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.
ყველა მათგანს აერთიანებს რუს ოლიგარქ, ევტუშენკოვთან კავშირი.
გვარები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსდა.
იხილეთ ასევე: