
ამ წუთებში საერთაშორისო ღონისძიება "დიდება უკრაინას" ფარგლებში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის სესია იმართება. კელი დეგნანმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ უნდა გადადგას, რათა დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
თავის მხრივ დიპლომატმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა გააკეთა აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად.
"სანქციების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ბევრი დებატი გვქონია, როგორც ამ რეგიონში, ასევე სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ეს ეხება სანქციებთან შეერთებას ან სხვა ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს, ვაკვირდებით პროცესებს. არ შემიძლია, 100%-ით რაიმე გარანტია მოგცეთ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ", - თქვა კელი დეგნანმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია განახლდა. დღეს კონფერენციის დასკვნითი სესიები გაიმართება და მთავარი საკითხი, რაზეც იმსჯელებენ საქართველოს უკავშირდება.
ამავე თემაზე: