"გრაფიკის გადაწყობა გართულდა"- სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ესწრება კონფერენციას პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული  ოცნების" ერთ-ერთი წევრი, დავით სერგეენკო ამტკიცებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას გრაფიკის გამო ვერ ესწრება.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარის არდასწრების მიზეზი არის, რომ რამდენიმე საათით ადრე მიიღო მოწვევა და გრაფიკის გადაწყობა გართულდა, ეს იყო ძირითადი მიზეზი", - თქვა დავით სერგეენკომ.

სხვა რამ თქვა თავად შალვა პაპუაშვილმა გუშინ. მისი თქმით, კონფერენციას რადიკალური ჯგუფები ესწრებიან და ის "რადიკალიზაციის ნორმალიზებას" ხელს ვერ შეუწყობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი