ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები - პაპუაშვილი "დიდება უკრაინაზე"

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მას რადიკალიზაციის წახალისება არ სურს და ამიტომ არ ესწრება საერთაშორისო კონფერენციას.

მიზეზები პაპუაშვილმა პარლამენტში განმარტა. მისი თქმით, "რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზაციას".

"12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტი არის დეპოლარიზაცია, რომელიც ძირითადად განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო, რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს, ვინაიდან ეს რადიკალიზაცია ამას იწვევს. ამ კონფერენციაზე, მათ შორის პანელზე, წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის თქვენ მოგიწოდებენ, დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები. ეს არის ტიპური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალებს. ესაა მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" საქართველოში უკვე მეორე დღეა იმართება. ქართველ პოლიტიკოსებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ღონისძიებაზე მიწვეული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც, თუმცა მან დასწრებაზე უარი თქვა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი