წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს. მესმის, შეუმდგარი კაცია, თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა აქ და ალბათ მთელი თავის ცხოვრება ამ ნაგავს და ჭუჭყს ვერ მოიშორებს. მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა. წარმატებულ ადამიანებზე საუბრობს და თვითონ შეუმდგარი რუსი ოლიგარქის მოურავი, რაღაცებს ლაპარაკობს და ამბობს, უიმე დედა, თურმე პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ როგორი სატანისტები ვართ ამასობაში, თქვენივე თანაგუნდელი გადანაშაულებთ, რომ კელიებში მამაოებს უსმენთ, მეუფეებს და მათ პირად ცხოვრებას და ეს კაცი ლაპარაკობს მერე მამაოზე, ეკლესიაზე, პატრიარქის სიყვარულზე. ცოტა არ იყოს და სიგიჟეა.
ენმ-ს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილი პასუხი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან სპორტსმენები ოპოზიციისგან "დაიცვა"