12 რეკომენდაცია ახლა უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა ქართველის ძირითადი საზრუნავი - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ქართველი პოლიტიკოსების მთავარი ბსაზრუნავი უნდა იყოს.

დეგნანის თქმით, ევროკავშირისთვის ძლიერი სიგნალი იქნებოდა, თუ საქართველო მოახერხებდა განსხვავებული აზრების გაერთიანებას და წინსვლას.

"12 რეკომენდაცია ახლა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა ქართველის ძირითადი საზრუნავი. ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი, როდესაც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები. მე ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ საქართველო მოახერხებდა ან განსხვავებული აზრების გაერთიანებას და წინსვლას. ევროკავშირს სურს ამ ერთიანობის დანახვა და მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მზად იქნება ასეთი სამუშაოს გაწევისთვის", - თქვა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი