
კანადის პოლიციამ მასობრივ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი აღმოაჩინა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს
გამოცემის ცნობით, პოლიციამ 31 წლის დემიენ სანდერსონის ცხედარზე ძალადობის ნიშნები აღმოაჩინა. სამართალდამცველების ვარაუდით, ეს თვითდაზიანება არ ყოფილა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
პოლიცია სანდერსონის ძმას, მაილსს ამ დრომდე ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ძმებმა 4 სექტემბერს კანადის ცენტრალურ სასკაჩევანის პროვინციაში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს, 15 კი - დაჭრეს.