შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტის მოქმედების შედეგად დელფინების დაღუპვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დელფინების და სხვა ზღვის ცხოველების სიკვდილის მიზეზი რუსეთის წყალქვეშა ნავების გამოყენებაა.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე "ეკოციდის“ მუხლით აღიძრა. დაღუპული ცხოველების ქსოვილების სინჯები ექსპერტიზისთვის იტალიასა და გერმანიაში გაიგზავნა.
უკრაინის პროკურატურამ უკვე მიმართა სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხაზით ბულგარეთს, რუმინეთს და თურქეთს, რომ ამ ქვეყნებმა ასევე შეისწავლონ მათ სანაპიროსთან დელფინების დაღუპვის შემთხვევები და მიზეზები.
აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში დელფინების რაოდენობა სულ ცოტა 5 000-ით შემცირდა.