უკრაინის ტუზლას ლაგუნების ეროვნული პარკის კვლევის ხელმძღვანელი, ივან რუსევი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, შავ ზღვაში დელფინების რაოდენობა მინიმუმ 5 000-ით შემცირდა.
რუსევი ამტკიცებს, რომ რუსული ხომალდების მიერ გამოყენებული სამხედრო სონარი აზიანებს დელფინების სმენას და ხელს უშლის მათ ექოლოკაციას, რომელსაც ისინი ნადირობის, ნავიგაციისა და მტაცებლების თავიდან ასაცილებლად იყებენ.
"როდესაც რუსები იყენებენ თავიანთი წყალქვეშა ნავების ან ზედაპირული გემების სონარს, ეს აწუხებს დელფინების შიდა ყურს და მათ გადაადგილების შესაძლებლობებს“, - ამბობს რუსევი
მისი თქმით, ექოლოკაციის დაკარგვა დელფინებს მხედველობას ართმევს, რაც მათ დაუცველს ხდის, ეჯახებიან კლდეებს, ვეღარ იკვებებიან და სწრაფად იკელებენ წონაში.