ასე არ ვითვლით, კრიტიკული მედია ამდენჯერ უნდა გავაკრიტიკოთ და თუ ვთქვათ, X-ჯერ გავაკრიტიკეთ, სხვა მედიაც ამ რაოდენობით გავაკრიტიკოთ - ბექაური

გამოქვეყნდა:

რატომ იქცა კახა ბექაური ცენზორად, რატომ ასრულებს ოცნების პოლიტიკურ დაკვეთას  და რატომ ებრძვის ის კრიტიკულ მედიას - ეს იყო ძირითადი კითხვები რომელიც ოპოზიციას მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან ჰქონდა.

კახა ბექაურის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დეპუტატებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს "მთავარი არხისთვის" დაწესებულ კოლოსალურ ჯარიმებს.

ბექაურს არც ერთ კრიტიკულ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი არ ჰქონია, თუმცა მისი გამოსარჩლების ფუნქცია დეპუტატმა ზარქუამ იკისრა და ოპოზიციონერ დეპუტატებს უთხრა, რომ კრიტიკულ მედიებს მათი დახმარება არ სჭირდებათ, რადგან ისედაც "ბევრი ადვოკატი ჰყავთ".

"ჩვენ ასე არ ვითვლით, კრიტიკული მედია ამდენჯერ უნდა გავაკრიტიკოთ და თუ ამდენჯერ გავაკრიტიკეთ, ვთქვათ იქსჯერ გავაკრიტიკეთ კრიტიკული მედია, აუცილებლად ახლა უნდა გადავიდეთ სხვა მედიაზე და ისიც ამ რაოდენობით გავაკრიტიკოთ. ეს ჩვენი აზრით არ არის სწორი ბალანსი." თქვა კახა ბექაურმა.

მას მედიასთან დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ბექაურის კომისიამ "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლისთვის 23 აგვისტოს "მთავარი არხი" 118 ათას 688 ლარით დააჯარიმა.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი