
"ქალებს კლავენ ხმის ამოღებისთვის და საკუთარი თავის განკარგვისთვის. ძალადობა წახალისებულია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში მომხდარ მორიგ ფემიციდის შემთხვევას ეხმაურება.
ქალების მკვლელობების ყოველდღიურობა არის საზარელი. ფემიციდს თითქოს ყველა შევეგუეთ.
მხეცურად კლავენ ქალებს და ამაზე სახელმწიფოს პასუხიც არ აქვს. ქალებს კლავენ ხმის ამოღებისთვის და საკუთარი თავის განკარგვისთვის. ძალადობა წახალისებულია.
ჩვენი, საზოგადოების შესაჩერებელია ეს, - წერს დეკანოიძე.
იხილეთ ასევე: