
კრემლის დიქტატორის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ რუსული გაზის იმპორტის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ წინადადება წარმოადგინა.
ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რუსული ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, რამაც ევროკავშირის 27 ქვეყანას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აიძულა.
"ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რასაც პუტინი ამ საშინელი ომის დასაფინანსებლად იყენებს" - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
მანამდე კი პუტინმა თქვა, რომ თუ ევროკავშირი ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარს დააწესებდა, რუსეთი გაზის მიწოდებას საერთოდ შეაჩერებდა.