„გაყინე, გაყინე, მგლის კუდი" - პუტინის მორიგი მუქარა

გამოქვეყნდა:

რუსულ გაზზე ფასის ზღვარი, რომელსაც ევროკავშირში განიხილავენ, არის „კიდევ ერთი სისულელე, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“ - განაცხადა პუტინმა და დაიმუქრა, რომ  ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებას გამოიწვევს. 

"მოსკოვი არ დაემორჩილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს. ჩვენ საერთოდ არ მივცემთ არაფერს, თუ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს ... ისინი, ვინც რაღაცას გვაკისრებენ, არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ თავიანთი ნება გვიკარნახონ." აცხადებს პუტინი ვლადივოსტოკში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 
 
ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი" - ამბობს პუტინი.

ის ამტკიცებს, რომ რუსეთი "უმკლავდება დასავლეთის აგრესიას", რომლის სტაბილურობაც "სანქციების ღუმელშია ჩაგდებული". პუტინმა მარცვლეულის დერეფნებზე, სტამბულში გაფორმებულ შეთანხმებებს, "თავხედური ტყუილი" უწოდა.

"ყველას კარგად ახსოვს რამდენს საუბრობდნენ უკრაინული ხორბლის ექსპორტზე. ამბობდნენ რომ ეს ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად იყო გამიზნული. უკრაინის ირგვლივ განვითარებული რთული მოვლენების მიუხედავად არ შეგვეძლო ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მომხდარიყო. აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდი და პირობა მივეცი რომ ყველაფერს გავაკეთებდი, მათ დასახმარებლად. ჩვენ ეს თურქეთთან ერთად გავაკეთეთ. თუ თურქეთს გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ პრაქტიკულად უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში. 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, რომელიც მხოლოდ ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებს ეხმარება, უკრაინაში მხოლოდ ორი გემი დაიტვირთა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 87-დან მხოლოდ ორი.  ორი მილიონი ტონიდან 60 000 ტონა საკვები გადაიტანეს. ეს არის მხოლოდ 3%, იმასთან შედარებით რომელიც  განვითარებად ქვეყნებში იგზავნება. მინდა, ვთქვა, რომ მრავალი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ  მათ უბრალოდ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მოტყუებას." თქვა პუტინმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი