დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა... - ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეტევას უწოდებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს გუშინდელ განცხადებას, სადაც მოსმენების შესახებ კანონია გაკრიტიკებული.

ქადაგიშვილი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებით გაღიზიანებულია და რჩევას აძლევს: 

"დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი." ამბობს ქადაგიშვილი.

მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს 7 სექტემბრის განცხადებაში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი