იქ არიან ჩაბუდებული ადამიანები, ვინც აქცენტირებული არიან ენმ-ს მოგონილი თემების ტირაჟირებით - ზარქუა USAID-ის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატის,  ირაკლი ზარქუას თქმით USAID-ში ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტს  "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილ თემებზე აკეთებენ. 

ზარქუა ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებული დასკვნა ტყუილია

"იქ არიან ჩაბუდებული ადამიანები, ვინც აქცენტირებული არიან "ნაციონალური მოძრობის" აქტივისტების, შემდეგ ფურცელზე გადატანილი მოგონილი თემების ტირაჟირებით,  1 წლის წინ მსოფლიომ აღიარა, მათ შორის მსოფლიო ბანკმა, სავალუტო ფონდმა და ა.შ, რომ საქართველოს ყველაზე ღია და გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს. ასეთი ქვეყანა იყოს კორუფციის მორევში როგორც ახლა ითქვა, ეს ერთადერთი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეყრდნობიან არასწორ დასკვნებს და მადლობა, რომ შემახსენეთ  ქალბატონი გიგაურის დასკვნებს. გიგაური ვინ არის? შევახსენებ მოსახლეობას, ეს იყო  მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი, რომელიც დააწინაურეს" - ამბობს ირაკლი ზარქუა

შეგახსენებთ, რომ USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში საქართველოში არსებული კორუფციის მიზეზად,  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი