ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება - კრამონი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძე სულ უფრო და უფრო მეტ ტყუილს ამბობს და დაბლა ეშვება. 

 "ღმერთო ჩემო.  ყოველ ჯერზე, როდესაც ვფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო, მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ საქართველო, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, ნიკა გვარამიასთან ევროპელი პოლიტიკოსის არშეშვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი "არსად არ არის შესაშვები".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი