
დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. BBC-ის ცნობით, ის ბალმორალის სასახლეში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.
მათივე ცნობით, ექიმები შეშფოთებულები არიან მონარქის მდგომარეობით და მასზე პერმანენტულ ზედამხედველობას ახორციელებენ. ბოლო ინფორმაციით, ბალმორალის სამეფო რეზიდენციაში, სადაც ამ დროისთვის დედოფალი იმყოფება, სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.
ყოფილი სამეფო კორესპონდენტის, რიჩარდ სამნერის თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება. BBC-ის ცნობით, გუშინ, ოთხშაბათს დედოფლმა ვირტუალური საბჭოს სხდომა დატოვა, რის შემდეგაც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი