"დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე დიდი ბრიტანეთი აშენდა" | ლიზ ტრასის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე დიდი ბრიტანეთი აშენდა" - ასე მიმართა გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა ლიზ ტრასმა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას. მან წუხილი გამოთქვა დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ეს ფაქტი მთელი ერისა და მსოფლიოსთვის უდიდესი შოკია. 

"დედოფალი ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც თანამედროვე დიდი ბრიტანეთი აშენდა. ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და აყვავდა მისი მეფობის დროს და დიადი ქვეყანაა" - განაცხადა ტრასმა. 

შეგახსენებთ, რომ დედოფალმა ელისაბედმა ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერად ოფიციალურად ორი დღის წინ, 6 სექტემბერს დანიშნა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი