"ერთადერთი გამოსავალი, რეჟიმის ცვლილებაა" | ოპოზიცია საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წევრები საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აგენტების შემოსვლას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ  ხელისუფლება  ეროვნული ინტერესებით არ მოქმედებს მათი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ფარულ მოსმენებს აკანონებს, თუმცა  საქართველოში რუსული აგენტურის გამოსავლენად არაფერს აკეთებს.

"ეს ხელისუფლება არ არის სუვერენული ხელისუფლება, ის არ წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს. ეს ხელისუფლება არის თავიდან ბოლომდე ჩათრეული იმ მორევში, სადაც ეროვნული ინტერესები არ არსებობს ამიტომ იქნება ეს უკანონო მოსმენა, ჯაშუშებთან დაკავშირებული საქმეები, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, ეს ყველა საკითხი კონკრეტულად უნდა გადაწყდეს და გადაწდება და ამას აქვს ერთადერთი გამოსავალი, რასაც ალტერნატივა არ აქვს, რეჟიმის ცვლილება" - ამბობს ნიკა მელია

ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რეჟიმის ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. 

"გირჩი- მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ "საქართველოს არ ჰყავს ახლა უსაფრთხოების სამსახურები და ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიც გაგრძელებაა მათი პოლიტიკის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ...რაზეც სუს-ი მუშაობს ისაა, რომ გვისმენენ ჩვენ".

შეგახსენებთ, რომ CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორმა ყოფილმა ჯაშუშმა აღიარა, რომ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად გარკვეული დროით საქართველოშიც იმყოფებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი