უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე 45 საავიაციო და ხუთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა. მათ შორის, დასახლებულ პუნქტებზე: კონსტანტინოვკაში, ცირკუნში, რადუშნოესა და, ხარკოვში. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ხარკოვში დაიღუპა ორი ადამიანი, დაიჭრა ხუთი.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ამაგრებენ პოზიციებს და უზრუნველყოფენ, რომ მტერმა წინ არ წაიწიოს. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა დასახლებულ პუნქტ უდესთან, კონსტანტინოვკასთან, ვარნოპოლიესთან, მაიროსკთან და კამენკასთან.

იხილეთ ასევე:
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზელენსკის ბალაკლეას აღება უპატაკეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი