
"მზად ვარ, თითოეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად მოგილოცოთ დაბადების დღეები" - ასე მიმართავს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს და პასუხობს მთავარი არხის დაბადების დღის შესახებ დასმულ შეკითხვას და მთავარ არხს იუბილეს არ ულოცავს.
რაც შეეხება დაბადების დღე, მე მზად ვარ, რომ თითოეულ ჟურნალისტს ინდივიდუალურად მოგილოცოთ ხოლმე დაბადების დღეებ... მაგრამ, რაც შეეხება არხს, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება, არხი არის პირდაპირ დაკაშირებული, შერწმული ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიც არის არამარტო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყნისთვის კარგი არაფერი არ უნდა, არც წარსულში არ უნდოდა, როცა იყო ხელისუფლებაში და არც ახლა არ უნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება არხის მიმართ არის ნათელი. რაც შეეხება დაბადების დღეებს, ნებისმიერ დროს მოგილოცავთ ინდივიდუალურად...
პრაქტიკულად არა. თუ რაიმე კონკრეტული არ არის რაც შეიძლება იყოს საინტერესო, არხს, როგორც ასეთი, არ ვუყურებ. სადაც მაქვს ხოლმე მისაღები ინფორმაცია და ვიღებ ამ ინფორმაციას, ყოველ ჯერზე ამტკიცებთ, რომ სიყალბეს... მაგრამ სხვანაირად გამორიცხულიც არის, იმიტომ რომ როცა არის ნაცმოძრაობის დანამატი და ეს არის მთავარი არხი სამწუხაროდ, სხვანაირად, ბუნებრივია, არც გააკეთებ, - თქვა კობახიძემ.