დავიმალებოდით და ისე ჩავატარებდით ამ წვრთნებს? რუსეთი ხომ ყველა ვარიანტში იღებს ამ ინფორმაციას - კობახიძე "ღირსეული პარტნიორი" 2022-ზე

გამოქვეყნდა:

რატომ არ დაუშვეს მედია წელს "ღირსეული პარტნიორის" სწავლებაზე? - ამ კითხვაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წელს რეგიონში ომია და შეიძლება ამან გამოიწვია ფორმატის ცვლილება.

"ნებისმიერ დროს, როცა წვრთნები იგეგმება, თანხმდება პარტნიორებთან. ეს, რა თქმა უნდა შეთანხმების საგანი იყო, ცალმხრივად არაფერი წყდება, თავიდან ბოლომდე თანხმდება ფორმატი პარტნიორებთან. გარკვეული ფორმატი შეთანხმდა, შეიძლება იყოს უსაფრთხოების ინტერესები და ა.შ. 

წელს ხომ განსხვავებული ვითარება გვაქვს, წელს არის ომის მდგომარეობა რეგიონში, შეიძლება ამან განაპირობა ფორმატის ცვლილება, რაც განხორციელდა შეთანხმებით. ის ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინაში, შეიძლება ყოფილიყო ერთ- ერთი ფაქტორი მხარეებისთვის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს,"- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს არგაღიზიანების პოლიტიკის გაგრძელება ან "ქართული ოცნების" ინტერესი ხომ არ იყო, რომ რუსეთს არ გაეგო წვრთნების თაობაზე, კობახიძე პასუხობს - "დავიმალებოდით და ისე ჩავატარებდით ამ წვრთნებს? რუსეთი ხომ ყველა ვარიანტში იღებს ამ ინფორმაციას".

"ღირსეული პარტნიორი" 2022 დღეს დასრულდა. არც გახსნისა და არც დახურვის ცერემონიას მედია წინა წლებისგან განსხვავებით, არ დაასწრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი