მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" | ადასტურებს თუ არა ლილუაშვილი შესაძლო დაწინაურებას - ანგარიში პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ლილუაშვილი პრემიერად, გომელაური სუს-ის უფროსად და ღარიბაშვილი სახლში - "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებების ახალი ტალღა იწყება. მოქმედი პრემიერი პოსტს მალე დაემშვიდობება, მას კი სუსის ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს - ლილუაშვილი ახლა პარლამენტშია - სუსის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი კი პარლამენტარებს მოხსენებით მიმართავს. წლიურ ანგარიშს კანონმდებლებს აცნობს - თუმცა ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა დაიხურა. რა კითხვებს პასუხობს ლილუაშვილი ახლა უცნობია.

სუსის უფროსმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, კორუფციაზე - თუმცა მოდულის შენობის ხელმძღვანელმა არ გაუშვა შანსი ხელიდან ოპოზიციას და მედიას საპარლამენტო ტრიბუნიდან თავს დასხმოდა. ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ დესტრუქციული ძალები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ - საბოლოო მიზანი კი საქართველოში არეულობის გამოწვევა იყო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი