
რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ეროვნული პოლიციის მუშაობა აღდგა და მიმდინარეობს განაღმვის სამუშაოები - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლები მზად არიან, დაუპირისპირდნენ დივერსიული ჯგუფების პროვოკაციებს.
"განთავისუფლებულ ტერიტორიებზე დეოკუპირებული დასახლებები სიცოცხლეს უბრუნდება. მიმდინარეობს ტერიტორიის განაღმვა. უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ახორციელებენ სტაბილიზაციის ღონისძიებებს. ეროვნული პოლიციის მუშაობა განახლდა. პოლიციის თანამშრომლები აღრიცხავს უკრაინის მიწაზე მტრის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულს და მზად არის დაუპირისპირდეს პროვოკაციებს და დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების შეღწევას. ადგილობრივ მოსახლეობას სასწრაფოდ გაეწევა ყველა შესაძლო დახმარება, რადგან ოკუპანტებმა დატოვეს დანგრეული ინფრასტრუქტურა, დანგრეულია მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წარმატებულ კონტრშეტევას ატარებენ ხარკოვის მიმართულებით და სამი დღის განმავლობაში თითქმის 50 კმ დაწინაურდნენ.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ.