უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კუპიანსკის გათავისუფლებას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ უკრაინული ჯარები შევიდნენ ხარკოვის რეგიონის სიდიდით მესამე ქალაქში, კუპიანსკში.

BBC წერს, რომ კუპიანსკი არის საკვანძო პუნქტი იზიუმის რაიონში რუსული ძალების ჯგუფის მომარაგების საქმეში. ამ ქალაქის დაკარგვა, როგორც ბევრმა აღნიშნა, ოკუპანტებს გაურთულებს მომარაგებას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცრაზმის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქალაქი "იყო და ყოველთვის იქნება უკრაინული".

"ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ბოლო სანტიმეტრამდე! მოდით წავიდეთ უფრო შორს!"- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი