"ოცნებიდან" ოფიციალურად წასული ხუნდაძე, კაჭრეთში "ოცნების" სხდომას დაესწრო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ოფიციალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე დღეს ქართული ოცნების გასვლით სხდომას ესწრებოდა, რომელიც კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა. დიმიტრი ხუნდაძის ფოტო "ქართული ოცნების" ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა "ქართული ოცნება" ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მათ მოგვიანებით გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

მას შემდეგ ჯერ სამეული, მოგვიანებით კი უკვე ოთხეული, რომლებმაც "ხალხის ძალა" დაირქვეს, რეგულარულად ავრცელებენ წერილებს, რომელიც ძირითადად აშშ-ს, აშშ-ს საელჩოსა და ელჩის, კელი დეგნანის დისკრედიტაციას ეძღვნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი