მედია: დონეცკიდან ე.წ. დნრ-ის "ხელმძღვანელი", დენის პუშილინი გაიქცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე დონეცკიდან გაიქცა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი და  დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია [24-ე არხი] უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სადაზვერვო წყაროს ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის  და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.

დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი