უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს - წერს ფეისბუქზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი მებრძოლები ახდენენ უკრაინის მიწის დეოკუპაციას.
113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ადვილი არ არის. უკრაინელი დამცველები თითოეული ჩვენგანისთვის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლის ფასად ირჩევენ.
უსაზღვრო მადლიერება ყველა ჩვენს ჯარისკაცს!
ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანით!" წერს ზელენსკი.

 ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კმ გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი