უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც უკრაინის ინტერესები დასრულდება - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინამ უნდა შეაჩეროს რუსეთის მეზობლებზე თავდასხმის სურვილიც კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი მათი კონტრშეტევის დროს გაჩერდებიან იქ, სადაც მთავრდება უკრაინული მხარის ინტერესები - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა პორტალ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს: თუ რუსეთი დარჩება ისეთად, როგორიც არის, მხოლოდ დროის საკითხია, რომ ის შეძლებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რუსეთი ისე გავხადოთ, რომ მას არც კი გაუჩნდეს სურვილი იფიქროს, რომ მას შეუძლია შეუტიოს მეზობლებს, ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდა“, - განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ომი დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ყველა ტერიტორია გათავისუფლდება.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები გაჩერდებიან იქ, სადაც დასრულდება ჩვენი ინტერესები. და ეს ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული", - დასძინა დანილოვმა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი