ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა 3 თვეში დაიკავა - ISW

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა  ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე შეაღწია. ISW წერს, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს. 

ცნობისთვის, ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, დონეცკის მიმართულება, ვასილევსკია, სავინსკი და სრტემეკა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი