ქართული ოცნების გასვლით სხდომას, რომელსაც პარტიიდან ოფიციალურად წამოსული დეპუტატებიც წავიდნენ ოპოზიციაში ეხმაურებიან.
"ქართული ოცნებიდან" რეალურად წამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წამოსული ოთხი დეპუტატი მმართველი პარტიის პოზიციას ახმოვანებს.
"ეს ოთხეული ახმოვანებს იმას რასაც უკვეთავს მმართველი პარტია, ეს უკვე ცხადია. რატომ არ ცდილობენ, რომ ეს საჯაროდ მაინც შეფუთონ და ეს კონსპირაცია შეინარჩუნონ, ერთი ვერსია, რაც შეიძლება გვქონდეს, რომ შეიძლება სწორედ ამ ოთხეულისთვის გარკვეული რევერანსია. მეორე ვერსია შეიძლება იყოს, რომ არავითარი ფორმის შენარჩუნება ამ მასკარადის და უპასუხისმგებლო საქციელის არ სურთ", - თქვა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, "ოცნების" გასვლითი სხდომა გუშინ კაჭრეთში გაიმართა. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ სხდომას მმართველი პარტიიდან გასული დიმიტრი ხუნდაძეც ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდა "ოცნებიდან განდგომილი" სოზარ სუბარიც.