რატომ არის სანქციები გარდაუვალი ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის? გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, სულ 12 ადამიანის დასანქცირების რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო საზოგადოებას. მათ შორის არის ოლიგარქის 4 უახლოესი ნათესავი, ასევე ბიზნესპარტნიორები, ვისზეც რეჟიმი დგას.
ცალკე ეპიზოდია ამ სიაში ლევან ვასაძე, დუგინთან და ივანიშვილის მეგობარ ევტუშენკოვთან კავშირებით, და ცალკე ეპიზოდია დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი, რომელიც არც ივანიშვილისგან დგას შორს, არც იგივე ევტუშენკოვისგან. ერთი სიტყვით ეს არის ელიტა, რომელიც ზედმეტად დაახლოებულია კრემლთან.