"ოცნებიდან" წასულები "ოცნების" შეკრებას დაესწრნენ - ოხანაშვილის განმარტება

გამოქვეყნდა:

"ოცნებიდან" წასულები "ოცნების" შეკრებაზე. ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი, მაჭარაშვილი მმართველი გუნდიდან ფორმალურად გამოყოფის შემდეგ თვეებია უშედეგოდ ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები გახდნენ, თუმცა მითი გამოყოფის შესახებ მითი თავადვე დაამსხვრიეს.  ოთხი "განდგომილი" ქართული ოცნების გაფართოებულ გასვლით შეკრებას კაჭრეთში დაესწრო. იმ შეხვედრას, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა განეხილათ და სამომავლო გეგმაც დაესახათ. 

"ეს ადამიანები წავიდნენ პოლიტიკური პარტიიდან და შესაბამისად, ისინი არ არიან "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრები", თუმცა ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა" განმარტავს "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი "წასულებზე".

ქართულმა ოცნებამ კაჭრეთში, გასვლითი სხდომა შაბათს, 10 სექტემბერს გამართა. "ოცნების" მიერვე გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ შეკრებას ესწრებიან დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი, რომლებმაც "ოცნებიდან" წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 28 ივნისს გააკეთეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი