
ქართული სამხედრო ავიაცია, რომელიც ვეღარ დაფრინავს. პილოტები და ტექნიკოსები ქვეყანას ტოვებენ, რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი უმეტესწილად ანგარში დგას, "ქართული ოცნება" კი მილიონებს ხარჯავს.
ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ ხელისუფლება სრულიად არაეფექტურად ფლანგავს ბიუჯეტს და მაქსიმალურად უწყობს ხელს საჰაერო ძალების ჩამოშლას. ავიაპარკის განახლება წლებია შეჩერებულია.
პილოტები ვერ ახერხებენ ფრენას და კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად საზღვარგარეთ მიდიან. ფაქტებს, რომლებიც ღია წყაროებიდან არის მოპოვებული, ხელისუფლება არ აღიარებს. "ქართულ ოცნებას" არ აქვს არცერთი არგუმენტი საჰაერო ძალებისადმი ასეთი დამოკიდებულების გასამართლებლად და ამიტომ გადამოწმების გარეშე სიცრუეს უწოდებენ მკვლევარების მიერ გასაჯაროვებულ ოფიციალურ მონაცემებს.
ავტორი: გუგა მაისურაძე
იხილეთ ასევე: