
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ქართული ოცნების" ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ სინამდვილეში საჭიროა ონლაინ ხმის მიცემის დაშვება და საარჩევნო ბარიერის გაუქმება.
"ელექტრონულად ჩატარება’-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა. ‘საქართველოში’ იგულისხმება ურბანული ცენტრები.
სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე და საარჩევნო ბარიერის გაუქმება.
მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
კობახიძემ თქვა, რომ ელექტრონული სისტემა ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს. იხილეთ: