
სამოქალაქო პლატფორმა 20/20 არჩევნებთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაში ხმების ელექტრონული მოწყობილობის დათვლა იგულისხმება და არა ციფრული არჩევნები.
ორგანიზაცია 2024 წლიდან ემიგრაციისთვის ონლაინ ხმის მიცემის დანერგვას მოითხოვს.
"სახელისუფლებო პარტია ,,ქართული ოცნების'' თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.
ელექტრონულად ჩატარებაში იგულისხმება, ხმების ელექტრონული მოწყობილობით დათვლა და არა ციფრული არჩევნები.
ჩვენ, მოვითხოვთ 2024 წლიდან ემიგრაციისთვის ონლაინ ხმის მიცემის დანერგვას, რაც ყველა ემიგრირებულ საქართველოს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოიყენოს საარჩევნო უფლება
საარჩევნო ხმების ელექტრონული მოწყობილობით დათვლა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საჭიროა უფრო ღრმა და ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც გაამარტივებს ხმის მიცემის პროცედურებს", - წერს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დაინერგება.