
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარდან ღუქასიანი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც შეიარაღება და სროლები ჩანს.
ღუქასიანი წერს, რომ "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავიანთი პოლიგონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ისვრიან".
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, 00:05-ზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიური ცეცხლი დაიწყეს გორის, კაპანის, სოტკის, ჯერმუქის, არტანიშისა და იშხანასარის მიმართულებით მიმართულებით, გარდა ამისა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტებს.
იხილეთ ასევე: