17 წლიანი პატიმრობა მეგობრის მკვლელობისთვის - სააპელაციომ ქუთაისის საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ოჯახის პროტესტი მოჰყვა. 

საქმე ეხება 2018 წელს, როცა ვანის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენ ნიკოლოზ ქუმსიშვილის ცხედარი იპოვეს, ამ საქმეზე  წელიწადნახევრის შემდეგ მისი მეგობარი ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ  ტოგონიძემ მოკლა ქუმსიშვილი და მისი ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაანაწევრა,  კასრში დაწვა და მდინარეში გადააგდო.  თუმცა მსჯავრდებული აცხადებს,  რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩვენებაა, რომელიც მას წამების და არაადამიანური მოპყრობის ფონზე მიაცემინეს.

[დეტალები - "მთავარის" 15 საათიან გამოშვებაში] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი