12 კრიტერიუმი დასახელებულია, ეს უკვე თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს - შოლცი EU-ს კანდიდატის სტატუსზე

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია და თუ საქართველო მას შეასრულებს გერმანია მზადაა ქვეყანას დაეხმაროს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში.

ამის შესახებ შოლცმა ბერლინში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა შოლცს ჰკითხა, უნდა ჰქონდეს თუ არა გარანტია საქართველოს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,

"ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის უკვე ის, რაც თვითონ ქვეყანამ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას. თუკი ეს პირობები შესრულდება, რომლებიც აუცილებელია – დემოკრატიული, სუვერენული ქვეყნების სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას შეუძლია და გერმანია საქართველოს დაეხმარება ამაში. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით. იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ და მე ამ ევროპულ ადგილას, ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ამაზე", - განაცხადა ოლაფ შოლცმა. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი