
"საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები მჭიდრო და მრავალმხრივია... ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა" - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეგერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საუბრობს.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მჭიდრო და მრავალმხრივია. ისინი ფარავენ მთელ სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.
რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის სამწუხარო გამოცდილება. 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილები რუსეთის კონტროლის ქვეშაა. უცვლელად, ფედერალური მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ერთად, - განაცხადა შოლცმა.