
ხმაურია ამ წუთებში ერევანში, სადაც პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი აპირებდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რაც კაპიტულაციას გულისხმობდა და მთიან ყარაბაღზე კონტროლის სრულად გადაცემას აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გეგმავდა.
ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავად ფაშინიანმა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც ხელის მოწერას აპირებს. მისი თქმით, "ეს დივერსიაა, რომელიც გარე არამეგობრული ძალების მიერ ქვეყნის გატეხვას ემსახურება".