როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სპორტიდან წასვლას აანონსებს და ამბობს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი Laver-ის თასი მისი ბოლო ტურნირი იქნება. 

"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, გასული სამი წლის განმავლობაში შემხვდა ბევრი გამოწვევა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. ბევრი ვიმუშავე, რომ დავბრუნებულიყავი სრულ კონკურენტულ ფორმაში. მაგრამ, ასევე ვიცი ჩემი სხეულის შესაძლებლობები და საზღვრები და ვიცი მისი გზავნილიც - ძვირფასო, მე უკვე 41 წლის ვარ" - თქვა ფედერერმა საკუთარ Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში. 

მისივე თქმით, მან 24 წლის განმავლობაში 1 500-ზე მეტი მატჩი ითამაშა - "ლეივერსის თასი მომავალ კვირას ლონდონში ჩემი ბოლო თამაში იქნება. მომავალში, რა თქმა უნდა, მეტ ჩოგბურთს ვითამაშებ, მაგრამ არა დიდ სლემებსა და ტურნირებზე" - თქვა მან. 

ფედერერმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:

შვეიცარიელ ჩოგბურთელს, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად მიიჩნევა, 20 დიდი სლემი აქვს მოგებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი