ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მინსკში ბევრჯერ, რესტორანი არ მაქ - გომელაური FSB-ს გენერლებთან შეხვედრის ბრალდებაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრმა უპასუხა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გომელაური FSB-ს დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს რამდენჯერმე შეხვდა და რომ  მცხეთაში, საკუთარ რესტორანში უმასპინძლა FSB-ს ორ გენერალს: სედოვს და ბესედას. ვახტანგ გომელაურმა ყველაფერს სიცრუე და გამოგონილი უწოდა:

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ალბათ 5-6 ვიზიტი მაქვს. ... არავითარ შემთხვევაში, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდი, შევხვდებოდი ჩვენს კოლეგებს, ოფიციალურ შეხვედრებზე რაც გვქონდა ხოლმე...

მინკსში იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, როცა მიულოცეს... ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი იყო მეორე პირებიც, იქ მასაში შეიძლება ჩვეულებრივად ყველა იყვნენ. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ მქონია...

რუსეთის ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე იყო აზერბაიჯანშიც ჩამოსულები იყვნენ და მიულოცეს. იქ იყო ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყო, ხელმძღვანელები იყვნენ, კი, იყო ბორტნიკოვიც იყო და დაზვერვის უფროსიც იყო...

რესტორანი არ მქონია არასდოდეს და არც ეხლა არა მაქ" - განაცხადა გომელაურმა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი