
ერევანში ვითარება კვლავ დაძაბულია. პარლამენტში დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო, ცოტა ხნის წი კი ოპოზიციამ პრემიერ ნიკოლ ფაშიანიანის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, პრემიერის გადასაყენებლად მათ 1 ხმა აკლიათ.
"ჩვენ შევაგროვეთ 35 ხელმოწერა და კიდევ 1 გვჭირდება რათა პრემიერმინისტრის იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ. როდესაც გვექნება 36-ე ხელმოწერა, მაშინ გამოვაცხადებთ პრემიერის თანამდებობაზე ჩვენი კანდიდატის ვინაობას. მმართველი პარტიის დეპუტატები ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში თავიანთ სავარძლებს დაკარგავენ" - თქვა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა არმენუი კიურეგიანმა.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მოიწვია უშიშროების საბჭო, რომელსაც ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერი რაიკ ჰარუთუნიანი ესწრება.
პარალელურად, მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება როგორც ერევანში, ისე სომხეთის სხვადასხვა ქალაქში. დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
პარალელურად, სამარყანდში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ხვდება.
ამ დროისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა შეწყვეტილია, ორივე მხრიდან სამხედრო ძალებში არის მსხვერპლი.
ავტორი: გუგა მაისურაძე
იხილეთ ასევე: