"ფაშინიანის გადარჩენის დრო არ არის, ახლა სამშობლოს გადარჩენის დროა" - ხმაური სომხეთის პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ვითარება კვლავ დაძაბულია ერევანში. დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო სომხეთის პარლამენტში. ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში პოზიციები გაიმყარა. 

პარალელურად, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები გრძელდება ერევნის ცენტრში. სომხური მხარე საუბრობს მისი სახელმწიფო საზღვრების შიგნით სამხედრო ინტერვენციაზეც. 

უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია. 

აზერბაიჯანმა  ცოტა  ხნის წინ საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სია გამოაქვეყნა. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი საბრძოლო მოქმედებებს 300-ზე მეტი სომეხი სამხედრო შეეწირა. 

ერევანში დღეს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების სპეციალური მისიას ელოდებიან. ერდოღანი, ალიევი და პუტინი კი სამარყანდში სამიტის ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს. 

ერდოღანი-პუტინის შეხვედრა ხვალ, 16 სექტემბერს გაიმართება.

ავტორი: გუგა მაისურაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი